ასლან აბაშიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურ ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენი დღეს გამოაცხადა. აბაშიძეს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთში

ნოდარ იმნაძის ოჯახი ასლან აბაშიძეს იმნაძის მკვლელობას ედავებოდა.

სასამართლომ უშუალოდ იმნაძის საქმეზე ასლან აბაშიძეს სასჯელის სახით 2 წელი და 7 თვე მიუსაჯა, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ნოდარ იმნაძის შვილი ნატო იმნაძე სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და როგორც განაცხადა, ფინანსური მხარე ოჯახს არ აინტერესებს. ნატო იმნაძემ ასლან აბაშიძის დაკავება მოითხოვა.

ამასთან, ასლან აბაშიძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 ათასი ლარის გადახდა მისი მმართველობის პერიოდში დაკავებული თენგიზ ასანიძისთვისაც მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკაკავშირებითაც გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრ სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს, მეტსახელად „ქელფეთას“ კი თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა. დავით ხალვაში თითქმის ორი წელია პატიმრობაშია.

გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ აჭარის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და აბაშიძესთან დაახლოებულ პირი ელგუჯა ჯინჭარაძე.

ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს სხვადასხვა ბრალდებით აღიძრა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს