გია შარვაშიძე „აუდიტორია 115“-ის წევრებს - მიკროფონს მოგცემთ, თუ ჯერ მე მომცემთ საშუალებას პირველკურსელებს მივესალმო

უპირობო ავტონომია - ეს არის ჩვენი მოთხოვნა, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართა.

გია შარვაშიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ შეძლო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტებისთვის მიემართა. ამის საშუალებას მას „აუდიტორია 115“-ის წევრები არ აძლევდნენ. ისინი რექტორს ეკამათებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მიკროფონი გამოურთეს.

”რატომ გამოგვირთეთ მიკროფონი”, - მიმართეს სტუდენტებმა რექტორს.

”მიკროფონს მოგცემთ, თუ მომცემთ საშუალებას მივესალმო პირველკურსელებს”, - განაცხადა შერვაშიძემ.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელთან საუბრისას დაცვამ უზრუნველყო, რომ რექტორს პირველკურსელებისათვის მიემართა. გია შარვაშიძემ სტუდენტებს სასწავლო წელი მიულოცა და უსურვა, რომ ეს ოთხი წელიწადი დაუვიწყარი იყოს მათ ცხოვრებაში.

”მართალია ძალიან საინტერესო ფორმით მოხდა თქვენი შემობრძანება უნივერსიტეტში და აკადემიურ სივრცეში, მიუხედავად ამისა, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დღეს ჟღერდა აქ ”ავტონომია უნივერსიტეტს” ჩვენთვის მისაღებია. „უპირობო ავტონომია“ ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი დღეს ბევრს არ მოსწონს, იგი კვლავ რჩება წამყვან სასწავლებლად საქართველოში”, - განაცხადა რექტორმა.

აღნიშნულის შემდეგ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კვლავ გაგრძელდა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელთა მიმართვა და გამოსვლები. მათ უნივერსიტეტის კიბეებზე გაშალეს დიდი პლაკატი წარწერით ”მოვითხოვთ განათლების რეფორმას. აუდიტორია 115”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს