გია შარვაშიძე - თსუ-ში პოლიცია არ გამოგვიძახებია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ სტუდენტებს დიალოგისკენ მოუწოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ცდილობდნენ, რა დროსაც უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა. უნივერსიტეტის რექტორი ცდილობდა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გაეკეთებინა, რის საშუალებასაც მას უნივერსიტეტის დერეფანში არსებული ვითარება არ აძლევდა, რადგან ისმოდა შეძახილები - ”მატყუარა, მატყუარა”, ”ავტონომია უნივერსიტეტს”. „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს რექტორს მიმართავდნენ და მისგან პასუხს ითხოვდნენ რატომ არ უშვებენ შენობაში.

ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, შენობაში პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აღნიშნულის საპასუხოდ გია შარვაშიძემ განაცხადა, რომ მათ პოლიცია არ გამოუძახებიათ.

”გავცემ პასუხს „აუდიტორია 115“-ის წევრს თორნიკე შევარდნაძეს. არავითარი პოლიცია არ გამოგვიძახებია. გვქონდა ინფორმაცია, რომ ძალა უნდა გამოეყენებინათ, გავარკვევთ ყოველ კონკრეტულ ფაქტს. ვინც არის დამნაშავე დაისჯება მკაცრად. დავიცავთ კანონს. მოვუწოდებ ყველას, არ არის საჭირო აჟიტირება. დიალოგი თუ გვინდა, დიალოგს გავმართავთ. მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისათვის”, - განაცხადა მედიასთან საუბრისას გია შარვაშიძემ.

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ რექტორი „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს და აქციის მონაწილეებს აუდიტორია 115-ში შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს