გია შარვაშიძისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების შეხვედრა დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს რექტორის გია შარვაშიძისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების შეხვედრა დასრულდა.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი შეხვედრით უკმაყოფილოები არიან და რექტორისგან კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არანაირი დაპირება არ მიუღიათ.

სტუდენტ გიორგი ჯავახიძის განცხადებით, „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები დაელოდებიან აკადემიური საბჭოს შეკრებას, გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ და ამის შემდეგ ეცოდინებათ, თუ როგორ გააგრძელებენ მოქმედებას.

შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აუდიტორია 115-ში მიმდინარეობდა. რექტორმა „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს მათი მოთხოვნების შესრულებაზე ესაუბრა და შესთავაზა, რომ 3 თვის განმავლობაში შედგენილი იქნას უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც რადიკალურ რეფორმებს გაითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს