ვახტანგ ყოლბაია - ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ის საქართველო, სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა

ვახტანგ ყოლბაია - ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ის საქართველო, სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა

ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ის საქართველო, სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მეტი დრო გადის 1993 წლის სექტემბრიდან, მით უფრო მძაფრდება ტკივილი.

”ჩვენ ყველას გვაწუხებს საკუთარ კუთხეში დაბრუნების მოლოდინი, რომელიც მტკივნეულიცაა და დამქანცველიც. დღევანდელ დღეს ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, მათ შორის, აფხაზებიც, რომ ერთწლიანი ომი ტრაგიკული შეცდომა იყო. პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოში ვატარებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მიმართულია ურთიერთპატივისცემის, ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ. აფხაზებმაც კარგად იციან, რომ ქართველების გარეშე აფხაზეთი ფრთამოტეხილია. შეუძლებელია ჩვენი გზები კვლავ არ შეერთდეს. ანაკლიის, განმუხურის განვითარება ჩვენი ხელისუფლების გზავნილია, რომ განვითარება და ეკონომიკური სიკეთე აფხაზეთსაც უნდა შეეხოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ის საქართველო, სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა, ქართველებთან ერთად იღვაწონ საკუთარი მომავლისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.