ყადაღის და საგადასახადო გირავნობის შესახებ ინფორმაციის მიღება ინტერნეტის მეშვეობით ხუთი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან არის შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზიდან ინფორმაციის მიღება; უკვე;; 5;; სარეგისტრაციო სამსახურიდან არის შესაძლებელი.

როგორც საჯარო რეესტრის სააგენტო იუწყება, ეს სამსახურებია:; თბილისის, გარდაბნის, გორის, თელავის,; მცხეთის.

აღნიშნულ პროგრამა; მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, სახლიდან თუ ოფისიდან; გაუსვლელად სააგენტოს ვებგვერდზე; www.napr.gov.ge; გაეცნონ საჯარო რეესტრის მონაცემებით, თუ ვის ქონებას ადევს ყადაღა და საგადასახადო გირავნობა; გაეცნონ ელექტრონულ; ბაზაში რეგისტრირებულ ყადაღასა და საგადასახადო გირავნობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, კერძოდ: განცხადების შინაარსს, განცხადების განხილვის ეტაპს, განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ახალი სერვისი მნიშვნელოვნად უმარტივებს მუშაობას კერძო კომპანიებს, რომლებსაც ხშირად ესაჭიროებათ სხვადასხვა უწყებებში ყადაღის შესახებ ცნობების წარდგენა (მაგ: ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად). მათ შეუძლიათ, ოფისიდან გაუსვლელად ელექტრონულად შეავსონ განაცხადის ფორმა, გადაიხადონ მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათის მეშვეობით და ასევე ელექტრონულად მიიღონ საჯარო რეესტრში მომზადებული; ცნობა და ინფორმაცია; ყადაღისა და; საგადასახადო გირავნობის შესახებ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს