დაბა ბაკურიანში გარე განათების სამუშაოები დასრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით, ენერგოეფექტური ლედ სანათები ცენტრალური ქუჩიდან დიდველის გადასახვევამდე მოეწყო.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მთლიანად მოხდა მოძველებური ქსელის შეცვლა.
„ჯამში, 110 ლედ სანათის მონტაჟი განხორციელდა. ეკონომიური განათება მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტოენერგიის მოხმარების ხარჯებს. ვაპირებთ სამუშაოები ბაკურიანის სხვა ქუჩებზეც გაგრძელდეს. პროექტის მიხედვით, გარე-განათების მოწყობა, დაგეგმილია ისეთ ჩიხებშიც, სადაც განათება მანამდე არასოდეს ყოფილა”, - აღნიშნა გამგებელმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"