ირაკლი კობახიძე - ვიღებდით ფორმატს, სადაც სამ თანათავმჯდომარეთაგან წამყვანი პირი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, რადგან სიმბოლური თვალსაზრისით, ისაა ქვეყანაში პირველი პირი

სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტი პარლამენტს ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

კობახიძემ დეპუტატების პასუხად განმარტებები პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა და როგორც განაცხადა, საუბარი იყო პრინციპულ კონცეპტუალურ განსხვავებაზე - კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი წარმართულიყო საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო ფორმატში.

”როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი განიხილებოდა, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი კომისიაში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი იყო. მოგეხსენებათ, არჩევნების დასრულებისთანავე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, შესაბამისი ფორმატის დაფუძნების თაობაზე. ამის შემდეგ, მეორე დღეს, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და შემოგვთავაზა საკუთარი ფორმატი, რომელიც სამი თანათავმჯდომარის არსებობას ითვალისწინებდა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ფორმატი იქნებოდა ყველაზე სწორი შედეგის დადგომის თვალსაზრისით და შემოგთავაზეთ ფორმატი, რომელიც არის წარმოდგენილი დადგენილების პროექტის სახით. ჩვენი არგუმენტები არის სამართლებრივი ხასიათის და ასევე პრაქტიკული ხასიათის. ჩვენი აზრით, რა პრობლები ჰქონდა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს? - პრეზიდენტი გვთავაზობდა ფორმატს, რომლის შესაბამისად, ინიციატივა პარლამენტიდან გადადიოდა პრეზიდენტისკენ. ეს იყო ამ ინიციატივის ძირითადი არსი. პარლამენტის წევრების დიდი ნაწილი იურისტები ხართ და მოგეხსენებათ, რომ სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში არის შეუძლებელი. როდესაც საუბარია სამ თანათავმჯდომარეზე, ერთ-ერთი არის თავმჯდომარე და დანარჩენი ორი თანათავმჯდომარე. ამ შემთხვევაში გამოდიოდა, რომ საჭირო იქნებოდა სამართლებრივი აქტების გამოცემა, დებულების დამტკიცება, კომისიის მდივნის დანიშვა და ასე შემდეგ, რაც უნდა გაეკეთებინა ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს. ჩვენ ვიღებდით ფორმატს, სადაც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე იყო რეალურად დომინანტი თავმჯდომარე და მას ორი თანათამჯდომარე ეყოლებოდა. იქედან გამომდინარე, რომ კონსტიტიციის გათვალისწინებით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სიმბოლური თვალსაზრისით ის არის პირველი პირი ქვეყანაში, ის უნდა ყოფილიყო ამ სამთაგან წამყვანი პირი. აქ იყო კონცეპტუალურ განსხვავებაზე საუბარი. ჩვენი კონცეფციის თანახმად, მუშაობა არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა, ხოლო პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო არსებითად საპრეზიდენტო ფორმატი”, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა