ზვიად ტომარაძე - კანონპროექტი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს ქართული მიწის შეძენას შეუზღუდავს, პარლამენტში მიმდინარე კვირაში უნდა დარეგისტრირდეს

კანონპროექტი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს ქართული მიწის შეძენას შეუზღუდავს, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში უნდა დარეგისტრირდეს, - ამის შესახებ ”დემოგრაფიული საზოგადოება XXl” დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ დღეს საკრებულოს დეპუტატ სოსო მანჯავიძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის კუთხით ქვეყანაში არანაირი რეგულაცია არ არსებობს.

”ძირითადი საკითხები, რის მიხედვითაც ცვლილებები უნდა მოხდეს არის: უცხო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ, თუ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის ნებართვა, თუ გააჩნიათ საქართველოს აგრარულ სექტორში საქმიანობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიღებული აქვთ მემკვიდრეობით. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისი დამფუძნებელი და 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე, უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ექნებათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირს საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს რეესტრში რეგისტრირებული საერთო მიწის რაოდენობის მხოლოდ 10%”, - განაცხადა ტომარაძემ.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა, სოსო მანჯავიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ერთი კანონპროექტი პარლამენტში ადრეც შეიტანეს, მაგრამ მისი განხილვაც კი არ ყოფილა, ხოლო ახლანდელი კანონპროექტი შედარებით მოკლეა.

”სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით არაკონსტიტუციურად ცნო უცხოელებზე, უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მიწების მიყიდვის აკრძალვა. ამის შემდეგ მიწების გასხვისების ძალიან ინტენსიური პროცესი დაიწყო. შეიცვალა ხელისუფლება და ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაპირებისამებრ მორატორიუმი შემოიღო მიწების გასხვისებაზე. შემდეგ იგივე პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. ამას მოყვა პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეტანა, რომელიც გაპროტესტებული იქნა, არამარტო საზოგადოების და ჩვენი, ”ქართული მიწის დაცვის კომიტეტის” მიერ, არამედ თვითონ ხელისუფლებაში არსებული ძალებიც აპროტესტებდნენ ამას. ეს კანონპროექტი გულისხმობდა, რომ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დააფუძნებდნენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიულ პირებს, შეეძლოთ ეყიდათ ქართული სასოფლო სამეურნეო მიწები არანაკლებ 20 და არა უმეტეს 200 ჰექტრისა. რაც შეეხება საფინანსო ინსტიტუტებს მათ შეზღუდვა არ ჰქონდათ. ამაზე პარლამენტმა უარი თქვა.

შემდეგ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომისიასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომ შეგვემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც შეესაბამებოდა ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ ნორმებს. ეს კანონპროექტი შემუშავდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ ჰქონდა პოლიტიკური ნება წინა პარლამენტს, რომ ნორმალური კანონპროექტი არათუ მიეღო, არამედ განხილვები დაეწყო. აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი კანონპროექტი მივიღოთ”, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს