ადვოკატი - მაკა ასათიანმა ”მაესტროში” საკუთარი წილი გაასხვისა, ვინაიდან ინტერესი დაკარგა

მაკა ასათიანმა ”მაესტროში” საკუთარი წილი გაასხვისა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა. გვენეტაძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ირაკლი რუხაძესთან მიმდინარეობდა. ადვოკატის თქმით, იურიდიულად ტრანზაქცია დასრულებული არაა, თუმცა გადაწყვეტილება წილის გასხვისებაზე მიღებულია.

”მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი, თუმცა შემდეგ ის გახდა მინორიტარი პარტნიორი, შესაბამისად დაკარგა ინტერესი ამ წილის ფლობის მიმართ, ვინაიდან ვეღარ ახდენდა ვერანაირ გავლენას ”მაესტროში” მისაღებ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება რომ წილი გაესხვისებინა. ჯერ იურიდიულად ტრანზაქცია არ დასრულებულა მაგრამ გადაწყვეტილება, წილის გასხვისებაზე მიღებულია. მოლაპარაკებები ამ დღეებში დასრულდა, თუმცა ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა”, - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს