მამა შალვა კეკელია - პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პატრიარქი 25 დეკემბერს - მის აღსაყდრების დღეს წირვას ვერ დაესწრო. მას ვირუსი შეხვდა, გაციებული იყო და ღვთის მადლით, ახლა მისი უწმინდესობა ძალიან კარგადაა. გადასხმები გაუკეთეს უწმინდესს და ღმერთის მადლით მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ძალიან კარგად არის“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება