მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა სანქციები აღარ გავრცელდეს

მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი სანქციები აღარ გავრცელდეს.

ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ე.წ. სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მოქალაქე გიორგი ლაბაძის საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომლის გათვალისწინებით, კოდექსის 86-ე მუხლით (თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა) გათვალისწინებული ჯარიმები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე არ გავრცელდება. უფრო კონკრეტულად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ისეთი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება. ამ კონტექსტში ყურადღება მგელსა და ტურაზე გამახვილდა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა საყოველთაოა, რასაც შინაურ ცხოველებზე მტაცებლების თავდასხმის გახშირებული ფაქტები ადასტურებს. ხუციშვილის აზრით, მგლების რაოდენობის შემცირების მიზნით გარკვეული რეგულაცია უნდა დაწესდეს.

“ამის თქმის უფლებას მაძლევს ინფორმაცია, რომელიც ევროპის ქვეყნებში მგლების რაოდენოსთან დაკავშირებით გამაჩნია: - გერმანიაში არის 165 ათასი ირემი და 12 მგელი, საფრანგეთში არის 100 ათასი ირემი და 40 მგელი, დიდ ბრიტანეთში არის 365 ათასი ირემი და არც ერთი მგელი. დანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში არც ერთი მგელი არ არის და არის უამრავი ჩლიქოსანი ცხოველი. შედარებით მეტი მგელია იტალიაში, მაგრამ არის ირმის რაოდენობის 1%. მგელზე ნადირობა უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ უნდა განისაზღვროს მათი ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენის ამოღება იქნება საჭირო იმისთვის, რომ აღარ იყოს თავდასხმები როგორც მოსახლეობაზე, ასევე შინაურ პირუტყვზე“, - განუცხადა ხუციშვილმა “ინტერპრესნიუსს“.

გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კარლო ამირგულაშვილის ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ, მაგრამ ეს დროში გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, რის გამო გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს.

სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და სამინისტრო პრობლემის დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან, რომლებიც კანონმდებლობაში აისახება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს