"მედიატორის" ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" "სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოსთან" ერთად, "ქართული ოცნების" დეპუტატების დეკლარაციების შესწავლა 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

„სამუშაოს დასაწყისში ჩვენი ამოცანა იყო, გაგვერკვია, რა ქონებას ფლობენ უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები. როგორც კვლევამ აჩვენა, "ქართული ოცნების" დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე, დეკლარირებული მილიონერია. ასევე საინტერესოა, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი ფლობს ასიათასობით კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მილიონერების უმრავლესობა აგრეთვე დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ისინი პირდაპირ თუ "ირიბად" ფლობენ სხვადასხვა ბიზნესს. მილიონერების სიას სათავეში უდგას შოთა შალელაშვილი 34. 907.760 ლარით. მეორე ადგილზეა გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომლის ქონებაც 13 მლნ ლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როცა მხოლოდ ბიზნესით იყო დაკავებული, იოსებ მაკრახიძეს ედავებოდნენ საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის (2012-2014 წლებში ჩადენილი ქმედებისთვის მას გირაო შეეფარდა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონების წყალობით, შარშან, ივლისში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და გირაოს სახით გადახდილი თანხაც უკან დაუბრუნდა). მესამე ადგილზეა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომლის უძრავ-მოძრავი ქონება 12.414.270 ლარია“, - განაცხადა სოფო მუზაშვილმა.

მისივე თქმით, მაკრახიძის მსგავსად, სამეწარმეო საქმიანობას კრწანისის დეპუტატიც მისდევს. მეოთხე ადგილს ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი იკავებს, რომლის ქონება 10 მლნ ლარს აღწევს. ხუთეულს ასრულებს შევარდნაძის დროინდელი შს მინისტრი, ახლა კი ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი. მისი ქონება 7.672.000 ლარია.

„ჩვენ ასევე შევისწავლეთ, "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატებიდან ვინ რა ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლით იოსებ მაკრახიძე ლიდერობს, რომელსაც 418 266 კვმ ეკუთვნის. მას მოჰყვებიან მახირ დარზიევი - 306 575 კვმ, გელა სამხარაული - 285 383 კვმ და რევაზ არველაძე - 169 272 კვმ. აქვე განვმარტავ, რომ უძრავი ქონების შეფასებისას გამოყენებულია საბაზრო ღირებულება - იმ შემთხვევისთვის, როცა თავად დეკლარანტს ფასი მითითებული არ ჰქონდა. შესაბამისად, რიცხვების 100%-იან სიზუსტეზე პრეტენზია ვერ გვექნება", - განაცხადა სოფო მუზაშვილმა.

უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატების 36-კაციანი სია, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, ასე გამოიყურება: შოთა შალელაშვილი (34.907.760), იოსებ მაკრახიძე (12.733.919), ბექა ოდიშარია (12.414.270), ლევან კობიაშვილი (9.829.530), კობა ნარჩემაშვილი (7.672.000), ელგუჯა გოცირიძე (6.057.100), ივლიანე წულაია (5.940.000), კახაბერ ოქრიაშვილი (5.940.000), გოჩა ენუქიძე (5.181.800) მახირ დარზიევი (4.771.600), დავით ჭიჭინაძე (4.248.800), თამაზ ნავერიანი (3.982.500), პაატა კვიჟინაძე (3.696.300), რევაზ არველაძე (3.560.916), გრიგოლ მიქელაძე (3.175.940), გოდერძი ჩანქსელიანი (2.835.000), ზაქარია ქუცნაშვილი (2.762.100), ლერი ხაბელოვი (2.543.750), ირაკლი კოვზანაძე (2.491.190), სიმონ ნოზაძე (2.443.500), ვიქტორ ჯაფარიძე (2.296.700), ირაკლი ხახუბია (2.183.100), ისკო დასენი (2.150.060), ნინო წილოსანი (2.074.207), კობა კობალაძე (1.949.400), დავით სონღულაშვილი (1.922.400), მერაბ ქვარაია (1.903.716), გიორგი კახიანი (1.855.116), ლევან კობერიძე (1709900), გელა სამხარაული (1.550.680), ირაკლი აბუსერიძე (1.400.000), ოთარ დანელია (1.359.450), ზაზა ხუციშვილი (1.325.160), სამველ მანუკიანი (1.270.150), აკაკი ზოიძე (1.100.203) და გიორგი ბეგაძე (1.024.920)

ამასთან, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორისა" და "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" კვლევაში ასევე საუბარია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელ დეკლარირებულ მილიონერებზე.

კვლევიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერ მილიონერებს შორის პირველ ადგილს ნატო ჩხეიძე იკავებს, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. მილიონერებს შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი - კობა ნაყოფია, აგრეთვე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე. ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

"საინტერესოა, რომ უმრავლესობის დეპუტატების გარდა, დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიის წევრებიც მალავენ უძრავ-მოძრავ ქონებას. სავარაუდო ეჭვი არსებობს რამაზ ნიკოლაიშვილზე, დავით ბაქრაძეზე, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატზე, რომლებსაც ქონებრივ დეკლარაციაში ბევრი არაფერი აქვთ მითითებული, არადა, მაგალითად, რამაზ ნიკოლაიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე ბევრია ცნობილი. ასევე, თუ გიგა ბოკერიას დეკლარაციას დავუჯერებთ, მას და მის მეუღლეს ბინა არა აქვთ და მხოლოდ ერთ ავტომობილს ფლობენ. კანონის შესაბამისად, თუ ისინი ქირით ცხოვრობენ, ეს დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს (ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება და გასავალი)",- განაცხადა "მედიატორის" წევრმა სოფო მუზაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია (R)
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია (R)
„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)