ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დღეს არსებული კომუნიკაცია და თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია

ჩვენ შემოვედით წინადადებით, აღდგეს „სტატუს კვო“, რომელიც იყო 2015 წლამდე და ზედამხედველობის ფუნქცია უკან, ეროვნულ ბანკში დაბრუნდეს, - განაცხადაფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვისას.

როგორც „ინტერპესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს ორი მოდელი, რომლის დროსაც საზედამხედველო ფუნქციას ასრულებს ცენტრალურ ბანკი ან დამოუკიდებელ სააგენტო და არსებობს ორივე მოდელის წარმატებული მაგალითები.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დაწყებულია მუშაობა მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთა შორისაა: ლარიზაციის პროგრამა, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმები, მნიშვნელოვანია, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ კიდევ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი პარლამენტში - ესაა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები საფინანსო სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც მონეტარული, ისე საზედამხედველო ფუნქციები მოქცეული იყოს ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გაგუამ ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე. „ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს საშუალებას მისცემს, სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა დაიწყოს მიმდინარე წლის აპრილიდან“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია