”საბავშვო ევროვიზია - 2017” 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

”საბავშვო ევროვიზია - 2017” 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი საქართველოში ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი საბავშო ევროფესტივალზე მონაწილეს მეთერთმეტედ წარადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი იმყოფება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით მართავს.

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არც ერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.