მოსამართლე ხვალ გადაწყვეტილებას იმ პირებთან დაკავშირებით მიიღებს, რომელთა დაკავებასაც ბათუმში საპროტესტო აქცია მოჰყვა

11 მარტს, ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მორიგი სხდომა ხვალ, 17:30 საათზე დანიშნა.

"მანქანა პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დავაყენე, ავარიული ჩართული მქონდა და აფთიაქში შევდიოდი წამლის საყიდლად. კიბეებზე, რომ ავდიოდი პატრულის თანამშრომელმა დამიძახა, რომ მანქანა გადაიყვანეო. გამყავდა მანქანა, მაგრამ დაიწყო ჯარიმის დაწერა, ვუთხარი, რომ მამაჩემი ცუდად არის და წამალი უნდა შევიძინო. პოლიციელმა მითხრა, არ მაინტერესებსო და საბუთები გამომართვა. ვუთხარი მამა ცუდად არის, ჩქარა დაწერე ჯარიმა, რომ გადავიდე-მეთქი და ავღელდი. პატრულმა მითხრა - „არ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია შენი მდგომარეობაო“. აღნიშნული პატრულის სახელი გვარია არჩილ ხაბაზი. მამაჩემი ცუდად იყო და რომ დამაკავეს, ხალხიც შეიკრიბა მხარდასაჭერად",- აცხადებს ჯიმი ვარშანიძე.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იმ პირების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთა დაკავებასაც 11 მარტს საპროტესტო აქცია მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს