ბათუმის მოვლენებზე დაკავებული პირის ადვოკატი აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის დაკითხვის შინაარსს ასაჯაროებს

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე დაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განუცხადა, კახა ბუხრაძემ ჩვენება 16 მარტს მისცა, ადვოკატებს კი საქმის მასალები 26 მარტს გადაეცათ. მისივე თქმით, საქმის მასალების თანახმად, აჭარის პოლიცის უფროსი დაკითხვისას არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს.

ადვოკატის თქმით, ჩვენებაში ბუხრაძე ამბობს, რომ როდესაც იგი საპატრულო პოლიცის უფროსად დაინიშნა, მას ღოღობერიძე შეხვდა და სთხოვა, რომ მისთვის პატრულს პრობლემები არ შეექმნა, რადგან არ აქვს მართვის მოწმობა. ასევე, მერაბ ღოღობერიძე სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას ითხოვდა.

„კახა ბუხრაძე ჩვენებაში აცხადებს, რომ 11-12 მარტის მოვლენების განვითარება დაიწყო იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ბუხრაძესთან ორი პირადი თხოვნით მივიდა. ერთი ის, რომ მას მართვის მოწმობა არ გააჩნდა და ეს პოლიციის თანამშრომლებს უნდა გაეთვალისწინებინათ. ასევე, სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე ტრაილერის ურიგოდ გატარებას ითხოვდა. როგორც კახა ბუხრაძემ თქვა, ის ღოღობერიძის უკანონო მოთხოვნას ვერ გაითვალისწინებდა, ამიტომ მერაბ ღორობერიძე პოლიციის თანამშრომლებს კორუფციულ ქმედებებში მხილებით დაემუქრა. ჩემი ინფორმაციით, კახა ბუხრაძემ თქვა, რომ ის არის პროვოკატორი, რომელმაც გაუვრცელა ჭორი, თითქოს აჭარლებს „თათრებს“ ეძახდა“, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ბათუმის მოვლენების განვითარებამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა. იგი საამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადაგომას ითხოვდა. 11-12 მარტს „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებილები კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, 80-მდე მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ბრალდებით დააკავეს და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 18 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით, სისხლის სამართლის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო: რა ჩვენება მისცა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ბათუმის მოვლენებზე? - დაკითხვის დეტალებს დაკავებულის ადვოკატი ასაჯაროებს
კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო