სოფელ ართანასთან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დღეს კომპანია "ართანა-ლოპოტას" წარმომადგენლები შეხვდნენ

შპს "ართანა-ლოპოტას" წარმომადგენლები მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდნენ, რომლებიც დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან, სოფელ ართანაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებენ. მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომელიც სოფლად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. კომპანია პირობას დებს, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში სოფელში ახალ ამბულატორიას ააშენებენ, სანიაღვრე არხებს მოაწყობენ და ათობით ადგილობრივს დაასაქმებენ.

სოფელ ართანის მიმდებარედ განსახორციელებელი პროექტის ხანგრძლივობა 24 თვეა და მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება