გიორგი კვირიკაშვილი - ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური

მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა შეაფასა.

„ეს იყო ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელ რიგ მიმართულებებზე, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, არამხოლოდ ჩემი აზრით, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების აზრით, შესანიშნავი პროგრესია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ”პრემიერი პრეზიდენტის ანგარიშზე: "ვისურვებდი, ყოფილიყო ბევრად უფრო ობიექტური"”

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია