"თიბისი ბანკი" ინტერნეტ და მობაილბანკინგით კომუნალურ გადახდებზე საკომისიოს აღარ გააძვირებს

"თიბისი ბანკი" ინტერნეტ და მობაილბანკინგით კომუნალურ გადახდებზე საკომისიოს ტარიფს უცვლელად ტოვებს. შესაბამის განცხადებას ამის თაობაზე ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ავრცელებს.

"გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თიბისი ბანკმა მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი და შეფასება მისი ერთგული კლიენტების მხრიდან. კომენტარები ეხებოდა ინტერნეტ და მობაილ ბანკში გაძვირებულ საკომისიოს კომუნალურ გადახდებზე.

ჩვენ გავიაზრეთ შექმნილი მდგომარეობა და პირველ რიგში, გვინდა ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი მოსაზრება და დროულად დაგვაფიქრა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

თიბისი ბანკის და მთელი ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის კლიენტის ლოიალობა და კმაყოფილება, რაც გვიბიძგებს, რომ მუდმივად დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და ვიყოთ ამაში სამაგალითო!

ჩვენ გადავხედეთ მიღებულ გადაწყვეტილებას და შედეგად ვტოვებთ პირველად ტარიფებს უცვლელად.

მადლობა, რომ ხართ ჩვენი კლიენტები და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობის არის კლიენტის აზრი, რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა