”თელასის” წარმომადგენლებს დღეს ელექტროენერგიის გათიშვის საშუალება არ მისცეს

მოხმარებული ელექტროენეგიის დავალიანების გამო, კომპანია „თელასი“ იძულებულია ელექტრომომარაგება შეუწყვიტოს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობას „მეგობრობა“, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

”თელასის” ინფორმაციით, ამხანაგობა ”მეგობრობას” 20 აპრილის მდგომარეობით დავალიანება დაფარული არ აქვს. კომპანია „თელასის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ აბონენტს ელექტრომომარაგება შეუწყვიტოს.

”თელასის” წარმომადგენლები დღეს საბურთალოს რაიონში იმყოფებოდნენ, სადაც ამხანაგობა ”მეგობრობა” კორპუსს აშენებს. ”თელასის” წარმომადგენლებს სააბონენტო-სატრანსფორმატორო ქვესადგურში შესვლის მცდელობა ჰქონდათ, რომ ელექტროენერგია გაეთიშათ. ამხანაგობა ”მეგობრობის” წარმომადგენლებმა ისინი ქვესადგურში არ შეუშვეს.

როგორც ”თელასის” საბურთალოს რაიონის მენეჯერის მოადგილემ თეა სეფაშვილმა განაცხადა, ამხანაგობა ”მეგობრობას” დავალიანება აქვს 112 831 ლარი. მისივე თქმით, სს „თელასი“ რამდენიმეჯერ ეცადა შეეწყვიტა აღნიშნული აბონენტისთვის ელექტრომომარაგება, მაგრამ ამხანაგობის ხელმძღვანელობა ენერგოკომპანიის წარმომადგენლებს სააბონენტო სატრანსფორმატორო ქვესადგურში არ უშვებს.

”თელასის” ყველა აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ამ შემთხვევაში ამხანაგობა ”მეგობრობის” დავალიანება 112 831 ლარია, რომლის გადახდაზეც კატეგორიულ უარს აცხადებენ. ჩვენს თანამშრომლებს არ უშვებენ სააბონენტო-სატრანსფორმატორო ქვესადგურში, რომ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა და გათიშონ დავალიანების მქონე აბონენტი. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ ქვესადგურში შესვლას ვერ ვახერხებთ. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული სატრანფორმატორო ქვესადგური ამხანაგობის საკუთრებაშია, თუმცა ამის დამადასტურებელ საბუთს არ წარმოადგენენ, არ არის საჯარო რეესტრში გატარებულიო, შესაბამისად გამოდის, რომ ეს ქვესადგური მათ მფლობელობაში არაა, მაგრამ ჩვენ შესვლას ვერ ვახერხებთ. დაზიანების შემთხვევაში კი ითხოვენ, რომ ”თელასმა” გააკეთოს”, - განაცხადა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ”თელასის” წარმომადგენლები ჯიხურში ვერ შედიან ისინი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებენ.

როგორც ადგილზე ამხანაგობა ”მეგობრობის” წარმომადგენელმა, ნუგზარ ჯავაშვილმა აღნიშნა, ”მეგობრობის” პოზიციაა, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლომ ან სემეკმა განიხილოს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია