ირინა მილორავა - ტარიფში ასახულია ყველა გონივრული და დასაბუთებული ხარჯი

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფში ასახულია ყველა გონივრული და დასაბუთებული ხარჯი, რომელიც სატარიფო მეთოდოლოგიით ექვემდებარება ტარიფში ასახვას.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სემეკი-დან აცნობეს, ირინა მილორავას ინფორმაციით, 2016 წელს „ინტერ რაომ“ მიმართა სემეკს იმ სატარიფო განაცხადის ფორმით, რომელიც დამტკიცებული აქვს კომისიას.

”მათ წარმოადგინეს ყველა ხარჯი, რაც გაწია კომპანიამ, შესაბამისად, კომისიამ მოახდინა დანახარჯების აუდიტი და ტარიფში ასახა ყველა ის გონივრული და დასაბუთებული დანახარჯი, რომელიც ჩვენი მეთოდოლოგიით ექვემდებარება ტარიფში ასახვას", - განაცხადა ირინა მილორავამ.

მისივე ინფორმაციით, ტარიფების დათვლა სემეკის ექსკლუზიური უფლება და ვალდებულებაცაა.

"ჩვენ 2014 წელს შევიმუშავეთ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ყველა კომპანიისთვის ერთნაირია. შესაბამისად ჩვენ ტარიფები 2015-2016 წელს სწორედ ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დავთვალეთ. რასაც ინვესტორი კომპანია მიუთითებს, ეს არის მემორანდუმით გათვლისწინებული პირობები, რომელიც მას აქვს გაფორმებული მთავრობასთან. კომისიამ არ გაითვალისწინა მემორანდუმის პირობები, გაითვალისწინა სემეკის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის პირობები. სატარიფო მეთოდოლოგია კომპანიებისთვის ითვალისწინებს ყველა დასაბუთებული ხარჯის ასახვას ტარიფში. რაც შეეხება დეტალებს, მასზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მემორანდუმის მხარე კომისია არ არის. მემორანდუმს, რა თქმა უნდა, იურიდიული ძალა აქვს, თუმცა ის, რომ ჩვენ დავთვალეთ ტარიფები მეთოდოლოგიის საფუძველზე, ეს არ ნიშნავს, რომ იგი შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს იმ შედეგისგან, რაც შეიძლება მიღებულიყო მემორანდუმით", - განაცხადა სემეკის თავჯდომარემ.

სემეკის თავჯდომარის განცხადებით, ტარიფების გადახედვა ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოხდება სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად. წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაიხედება ელექტროენერგიის ტარიფები, რადგანაც იწყება ახალი სამწლიანი რეგულირების პერიოდი.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "ინტერ რაო"-სა და საქართველოს მთავრობას შორის დავა საარბიტრაჟო სასამართლომდე მისული არ არის.

"ინტერ რაო" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის - ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულ მილიონიან ზარალზე საუბრობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა