ქართული დელეგაცია პედრო აგრამუნტის გადადგომას მხარს უჭერს

ქართული დელეგაცია მხარს უჭერს, რომ პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი გადადგეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილი გამოეხმაურა ასამბლეის დეპუტატების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სირიაში ვიზიტის გამო პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

”ჯგუფში ფაქტობრივად ყველა წევრმა მხარი დაუჭირა იმას, რომ პრეზიდენტი აგრამუნტი უნდა გადადგეს, მათ შორის საქართველოს დელეგაციის წევრებმაც. პრეზიდენტის მიმართ ამ წუთში საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან დიდი უნდობლობა, დიდი კრიტიკა და მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციისთვის სწორი იქნება, თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ