ოთარ კახიძე იუსტიციის საბჭოს ინიციატივაზე - მიზანმიმართული დისკრედიტაცია შეიძლება

თუ კითხვა მდგომარეობს იმაში, მიზანმიმართული დისკრედიტაცია შეიძლება თუ არა - შეიძლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა მოსამართლეების კრიტიკის "ჩარჩოებში მოქცევასთან" დაკავშირებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კამათის საფუძველი გახდა.

ოთარ კახიძის თქმით, თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია გასცდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, არსებობს თვითრეგულირების ორგანო, ხოლო ცილისწამების შემთხვევებისთვის - სასამართლო. სხვა მხრივ კი, კახიძის თქმით, მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ დისკრედიტაციული სიუჟეტები შეიძლება მომზადდეს მოსამართლეებზეც, დეპუტატებზეც და ა.შ.

"ეს არის დემოკრატიის ნაწილი",- განაცხადა კახიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ თავის მხრივ, აღნიშნა, რომ არ ისურვებდა მსგავს დისკრედიტაციულ სიუჟეტებს არავის მიმართ, რაზეც დეპუტატმა სერგო რატიანმა უპასუხა, რომ "საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ასეთი დისკრედიტაცია".

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს