სასამართლომ ბათუმის მოვლენებზე დაკავებული კიდევ 8 პირი პატიმრობაში დატოვა

11-12 მარტს ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული კიდევ 8 პირის წინასასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

სასამართლოს ბრალდების მხარემ საქმეში არსებული მტკიცებულებების ჩამონათვალი წარუდგინა. თავის მხრივ ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვეს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი, ესენია: „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 - ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

დღესვე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის სამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ისინიც პატიმრობაში რჩებიან. 17 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 17 და 19 მაისს დაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს