საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება

საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა გუშინ პეკინში, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი - ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.

დეკლარაციას საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.

დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი განხილვების ოფიციალური პროცედურები.

„ჩვენი საბანკო სისტემისათვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია საბანკო სექტორში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ. მისი თქმით, საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბანკის მხრიდან მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარებისათვის.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში