ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიორგი ფეიქრიშვილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში გამართლდა, თუმცა მოსამართლემ ის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში გაამტყუნა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ებანოიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ფეიქრიშვილს სასჯელის მოხდის ათვლა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მომენტიდან დაეწყება და მოხდილად ჩაეთვლება აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა.

მოსამართლის განაჩენით, ფეიქრიშვილს ნარკოდანაშაულის გამო სხვადასხვა შეზღუდვები დაუწესდა, მათ შორის ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება 5 წლით.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ანთიძემ განაცხადა, გამამტყუნებელ ნაწილში გამოტანილ განაჩენს ის სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განახორციელების შედეგად დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა