გიორგი ცააძის და - ჩემი ძმა და ირაკლი ფირცხალავა აუცილებლად გათავისუფლდებიან

გიორგი ცააძე და ირაკლი ფირცხალავა აუცილებლად გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირინა ცააძემ აღნიშნა, დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება წარადგინა სასამართლო პროცესზე, რაც მსჯავრდებულების უდანაშაულობას ადასტურებს.

”მე მოგებული მაქვს ბრძოლა და აუცილებლად მოვიგებ ომსაც. გიორგი ცააძე და ირაკლი ფირცხალავა აუცილებლად დატოვებენ საპატიმროს”, - განაცხადა ირინა ცააძემ.

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 12-12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს