მალხაზ ველიჯანაშვილი - ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის საქმეს ევროპულ სასამართლოში წავიღებთ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, - ამის შესახებ მსჯავრდებულთა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარეს არ აქვს არც უზენაესი სასამართლოს ობიექტურობის იმედი და აცხადებს, რომ საბოლოოდ, საქმეს ევროპულ სასამართლომდე მიიტანს.

”განაჩენი არის უსამართლო და უკანონო იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. შეუძლებელია დასაბუთებაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, განაჩენი გასაჩივრდება, თუმცა აზრს კარგავს ყველაფერი. სასამართლოშივე დადასტურდა ყველა ბრალდებულის უდანაშაულობა. ფაქტია, რომ სასამართლო ზეგავლენის ქვეშაა და ამან განაპირობა უკანონო განაჩენი. ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ევროპული სასამართლოსი გვაქვს, სადაც საქმეს აუცილებლად წავიღებთ”, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშილმა.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ყველა ნაწილში. შესაბამისად, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე პატიმრობაში დარჩნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს