ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე შიმშილობენ, - ამის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფირცხალავამ და ცააძემ შიმშილობა ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი მხოლოდ წყალს იღებენ.

ადვოკატის განმარტებით, ისინი ითხოვენ "კორტების საქმეზე" სპეცრაზმელების ჩვენებები გაბათილდეს. ფირცხალავა და ცააძე მიიჩნევენ, რომ ჩვენების მიცემამდე სპეცრაზმელები ერთ საკანში იყვნენ მოთავსებული, რაც კანონდარღვევაა.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, მოშიმშილეები ასევე ითხოვენ მოწმეების - გოგატიშვილის და მირიანაშვილის საქმეზე გამოძიებას.

"ამ მოწმეებმა ცრუ ჩვენება მისცეს სასამართლოს და ამაზეც ვითხოვთ გამოძიებას",- განაცხადა ველიჯანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს