დავით რაქვიაშვილი - რუსეთმა მორიგი აგრესია განახორციელა, შემაშფოთებელია, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ერთი მეტრი იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ერთი მეტრს იქით თუ აქეთ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ზუსტად ამგვარი განცხადებები არის საჩუქარი რუსეთის ფედერაციისთვის.

"რუსეთის ფედერაციამ მორიგი აგრესია განახორციელა ორი დღის წინ. ამგვარ ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან უნდა მოჰყვებოდეს ერთიანი, მტკიცე, ეროვნული პოზიცია, რომელშიც შეუძლებელია დაყოფილი იყოს ქვეყანა მთავრობად, პოზიციად- ოპოზიციად. ერთადერთი პასუხი არის კონსოლიდირება და ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებას, რომ ერთი მეტრი იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ან იმას ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს კომპეტენცია არ გააჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საკითხზე ისაუბროს. ამგვარი განცხადებები არის ზუსტად ის საჩუქარი, რომელიც ჰიბრიდული ომის ავტორისთვის - რუსეთის ფედერაციისთვის - არის მისასალმებელი. ეს არის ზუსტად მათი მიზანი, რომ შეარყიონ ჩვენი ერთიანობა, სიმტკიცე. ამგვარი განცხადებები, ცხადია, პირველ რიგში, იწვევს ჩვენი ერთიანობის და სიმტკიცის ეროზიას",- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორთან ისაუბრებენ სწორედ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოს მიერ შემუშავებული, რათა "გავამყაროთ ჩვენი პოლიტიკა და შევიმუშავოთ ახალი სტრატეგია, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ბოროტებას, რომელსაც ჰქვია რუსული ოკუპაცია".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა