ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელებს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელებს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაცვლად 7 სპეცრაზმელს ახლა უკვე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.

ბრალის გადაკვალიფიცირების შუამდგომლობა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენა. როგორც პროკურორმა განმარტა, ორი ინსტანციის სასამართლომ სპეცრაზმელების ხელმძღვანელის, კახაბერ ნაკანის მიმართ განაჩენი სწორედ ამ მუხლით გამოიტანა და შესაბამისად, პროკურატურამ ამ სპეცრაზმელების მიმართაც მიიღო გადაწყვეტილება ბრალის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, პროკურორმა სასამართლოს, სააპელაციოს სასამართლოს განაჩენიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა და კახა ნაკანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა. პროკურორმა აღნიშნული განაჩენის საქმეში მტკიცებულებად დართვა იშუამდგომლა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმის 7 თანამშრომელს აქვს წაყენებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით თავდაპირველად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს