მიხეილ ჯანელიძე - რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ ამოვიღოთ ოკუპანტის ქმედებებზე

ჩვენ რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც ოკუპანტი ახორციელებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალების მიერ თხრილის გავლების მორიგ ფაქტს.

ჯანელიძე ე.წ. საზღვართან თხრილის გავლების კიდევ ერთ შემთხვევას “პროვოკაციას“ უწოდებს და განმარტავს, რომ სამუშაოები, რომელსაც სოფლებში საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, საოკუპაციო ხაზის დაფიქსირებას უკავშირდება.

“ჩვენ ამ ფაქტს, ისევე როგორც ყველა წინა ფაქტს ძალიან მკაცრს შეფასებას ვაძლევთ. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი, პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვახერხოთ პროვოკაციული ქმედებების შეჩება. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ მომდევნო წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის შეფასებული და დაგმობილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია მხოლოდ დიპლომატიური არხები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მოახდინოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, შეაჩეროს რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და იზრუნოს დეოკუპაციაზე.

ამასთან, ჯანელიძის თქმით, ამას სჭირდება მოთმინება და ერთიანი მიდგომა ქვეყნის შიგნით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს