ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი ტრადიციულია და წელს მე-12 ჩატარდა. შეჯიბრში 13 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ დიდოსტატები. ფესტივალის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.

საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში ქალაქის ცენტრალურ პარკში დაიხურა და მას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი სიბაშვილი გახდა, ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ აჩვენა. ასევე დასახელდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

„ყველა ფოთელს ვულოცავ ფაზისობის დღესასწაულს და ვუსურვებ წარმატებულ, აყვავებულ ქალაქში ცხოვრებას. მიხარია, რომ ფოთი აგრძელებს იმ საჭადრაკო ტრადიციას, რომელიც ამ ქალაქში დაიწყო. ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ტურნირი მონაწილეთა მხრივ და ყველაზე ორგანიზებული. ბედნიერი ვარ, რომ წელს ამ შეჯიბრს ჰყავს ქართველი გამარჯვებულები: გიორგი სიბაშვილი, რომელიც ჯერ 20 წლისაც არ არის და პერსპექტიული მოჭადრაკეა. მერი აბრამიძე , რომელსაც აქვს არაერთი წარმატება და საქართველოს ნაკრების წევრია. ყველა გამარჯვებულს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

გამარჯვებული მოჭადრაკეები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

საჭადრაკო ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენდა. ღონისძიება ფოთის საჭადრაკო სკოლის, მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს