სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მესტიის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, მაშველებმა მანქანა უკვე დაათვალიერეს და დაკარგული მამაკაცი მანქანაში არ აღმოჩნდა.

”მანქანა გვერდზე იყო გადატრიალებული, ჩავიდნენ მაშველები მანქანას ტროსი მოაბეს, ნაპირისკენ ამოწიეს, ჩავიდნენ და სამწუხაროდ მანქანაში არ აღმოჩნდა”, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში გუშინ გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა