რექს ტილერსონი - ჩვენ დაინტერესებული ვართ გამოვძებნოთ დიალოგის შესაძლებლობები, თუმცა, ყველაფერი კიმ ჩენ ინზეა დამოკიდებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიმართულია ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგზე, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი განზრახვა კიმ ჩენ ინმა უნდა გამოამჟღავნოს.

„ჩვენ მაინც დაინტერესებულნი ვართ იმაში, რომ გამოვძებნოთ დიალოგის შესაძლებლობები. თუმცა, ყველაფერი კიმ ჩენ ინზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ივლისში ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების ორი გამოცდა ჩაატარა, რამაც აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ უნდა დაემუქროს ვაშინგტონს და პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეის მუქარას „ცეცხლითა და მრისხანებით“ გასცემს პასუხს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ კი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ კორეა გუამის მიმართულებით რაკეტის გაშვების გეგმას ამუშავებს, სადაც ამერიკის ორი სამხედრო ბაზაა განთავსებული.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ