წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეხვედრაში მმართველი გუნდის მხრიდან უმრავლესობაში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას

წინასწარი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან შეხვედრისას მმართველი გუნდის მხრიდან უმრავლესობაში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საუბარია პარტიებზე, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან.

ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას თავად პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, გუშინ უმრავლესობის ლიდერის სამუშაო კაბინეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაში საკუთრივ ”ქართული ოცნების” წევრების გარდა მონაწილეობას იღებდნენ „კონსერვატიული პარტიის“, „სოციალ-დემოკრატების“, „მრეწველთა პარტიისა“ და „მწვანეთა პარტიის“ წევრები, რომლებიც ”ქართული ოცნების” უმრავლესობაში არიან.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე მიმდინარე კვირაში შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს