„თიბისი ბანკი“ „ერთგული ბარათის“ მფლობელებს სპეციალურ აქციას სთავაზობს და ვენაში გამგზავრების შესაძლებლობას მინიმალურ ფასად აძლევს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, აქციის ფარგლებში, 16 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით მხოლოდ 300 ლარად არის შესაძლებელი. გამგზავრების პერიოდი 28 სექტებერი-2 ნოემბერია. ფრენებს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველ ხუთშაბათსა და კვირას განახორციელებს.
აქციის ფარგლებში, „ერთგული ბარათის“ მფლობელებს, ავიაბილეთების შეძენისას, „თიბისი დაზღვევისგან“ 15-დღიანი სამოგზაურო დაზღვევაც გადაეცემათ.
აქციაში ჩართულია „თიბისი ბანკის“ შემდეგი საკრედიტო ბარათები: საკრედიტო ბარათი ერთგული/პრაიმ ბარათი პლატინუმი, საკრედიტო ბარათი ერთგული/პრაიმ ბარათი გოლდი, საკრედიტო ბარათი ერთგული/პრაიმ ბარათი კლასიკი. „ერთგული ბარათის“ მფლობელებს ერთდროულად ორი ავიაბილეთის შეძენა შეუძლიათ, აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს, თუმცა რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ.
„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ავიაბილეთების რაოდენობა შეზღუდულია - აქციაში 120 ბილეთი მონაწილეობს. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე- www.ertguli.ge.