სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი ლალი ფაფიაშვილი - სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორი გამოეთიშა ამ პროცესს

არანაირი მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს იქნება სპეკულაციები ჩემი მხრიდან - ამისთვის არსებობს კომისია, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატმა ლალი ფაფიაშვილმა კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასაუბრებისას კითხვები ეხებოდა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობას, ასევე პედაგოგიურ გამოცდილებას და სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტების ცოდნას.

"კითხვები იყო თუ როგორია სამომავლო ხედვა საკონსტიტუციო სასამართლოსი და როგორია ჩემი დამოკიდებულება თუ მე ვერ მოვხვდები იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც იქნებიან შერჩეული. იმის მიუხედავად, თუ ჩემზე არ გაკეთდება არჩევანი, ამ კომისიის მიმართ მექნება პოზიტიური დამოკიდებულება, ვინაიდან გასაუბრება მიმდინარეობდა ძალიან მშვიდ გარემოში და ასევე იყო საინტერესო კითხვები. ერთადერთი სამწუხარო ის არის, რომ არასამთავრობო სექტორი გამოეთიშა ამ პროცესს", - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარეა. მას მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა რამდენიმე თვეში ეწურება.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები დასრულდა. კომისია 7 კანდიდატს გაესაუბრა, ერთმა კი კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღო.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი სამთავრობო კომისია გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს. კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა