გიორგი მღებრიშვილი - ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს, ცოცხალი ძალა რჩება, შტაბი მუშაობას აგრძელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად მოხსნილია. მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში დღეს დილით დაფიქსირებულ მცირე დაკვამლიანებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ იწვოდა ტორფი, რომლის დამუშავებაც მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს.

”სათითაოდ მუშავდება თითოეული კუნძი, რომლისგანაც ცეცხლის გაღვივების საფრთხე მოდიოდა. საკმარისი ძალა რჩება ამ ზონაში. ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. ცოცხალი ძალა რჩება, შტაბი განაგრძობს მუშაობას”, - განაგრძო მღებრიშვილმა.

რაც შეეხება საგანგებო შტაბის დაშლას, როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის შტაბი მუშაობს და მისი დაშლის გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა