გიგი უგულავა - რუსეთისადმი დახმარების თხოვნა ტკივილს შეიცავს - საზოგადოებისთვის ძნელია მიღება, რომ დამხმარე და ქველმოქმედი რუსეთი მოდის და გიქრობს ცეცხლს

რუსეთისადმი დახმარების თხოვნით მიმართვა გარკვეულ ტკივილებს შეიცავს - 10 წლის წინ რუსეთმა ეს ტერიტორია დაბომბა, ამიტომ, საზოგადოებისთვის ძნელია მიღება, რომ დამხმარე და ქველმოქმედი რუსეთი მოდის და გიქრობს ცეცხლს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციისთვის რუსეთისადმი დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გულისწყრომა ამასთან დაკავშირებით არის ლეგიტიმური, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და დასახმარებლად მიმართოს მეგობარ, პარტნიორ ქვეყნებს, მაგალითად, თურქეთს, რომელსაც გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლია მობილიზება და დახმარება, თუ დროზე მიმართავ.

გიგი უგულავა "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო ურთიერთობების, საქართველოს მოსახლეობის ტკივილების და მტერ ქვეყანასთან ურთიერთობის ცოდნას უწუნებს.

"ხანძრის დროს გამოვლინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის არც საერთაშორისო კონტექსტი, არ ესმის მოსახლეობის ტკივილები ამ თემასთან დაკავშირებით, არ ესმით საერთოდ ურთიერთობა და ის, თუ რას ნიშნავს პარტნიორი და რას ნიშნავს ოკუპანტი, მტერი. ეს პრობლემები დღეს არ გაჩენილა - დღიდან ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლისა, ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებში.

თურქეთს, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოსთან ახლოს აქვს გაცილებით მძლავრი ტექნიკა ცეცხლის ჩაქრობის. თურქეთი იქნება, ბელორუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ ირანი, არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ეჭვმიტანილნი იმ ტყეების გადაწვაში. რუსეთი კი არის ამ ტყეების გადაწვაში ეჭვმიტანილი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ 2008 წელს რუსეთი ამ ტერიტორიას როგორ ბომბავდა. საზოგადოებას უნდა ვცეთ პატივი, ეს ტკივილი ცოცხალია და არ შეიძლება ამ ნოტებზე თამაში. "ქართულ ოცნებას" არ ესმის არც ტკივილი, არც კონტექსტი და აქვს მექანიკური, გულცივი დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს