ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ჯულიეტო კიეზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს

ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ჯულიეტო კიეზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ მან ”სპუტნიკ-ოსეტიას” განუცხადა.

ცხინვალში კიეზა იტალიურ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, რომელიც დღეს იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.

კიეზამ ასევე აღნიშნა, რომ შეეცდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტი” ბრიუსელში დაპატიჟოს, რათა ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და მოუყვეს ევროდეპუტატებს ”რესპუბლიკის”, მისი ისტორიისა და ხალხის შესახებ.

”უახლოეს თვეებში ჩემი მიზნის განხორციელება რთული იქნება. ეს იქნება ფუნდამენტური მოვლენა, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ სკანდალს გამოიწვევს. რამდენიმე დეპუტატი მზად არის მხარი დაგვიჭიროს. ევროპარლამენტის კერძო დეპუტატს აქვს უფლება სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმოს, ამიტომ ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატთა ჯგუფს, რომლებიც პრეზიდენტს ან საგარეო საქმეთა მინისტრს დაპატიჟებენ. მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩვეს ეს გამოგვივა”, - განაცხადა კიეზამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე იტალიაში "სამხრეთ ოსეთის" კულტურის სფეროს წარმომადგენლების ვიზიტები და რამდენიმე პოლიტიკური ღონისძიება, მათ შორის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა