მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალმიში, უფლის საფლავზე არსებულ ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს უფლის საფლავზე ლოცვების შემდეგ გადმოვიდა.

ქრისტიანობისთვის მთავარი სიწმინდის ადგილზე 15 ათასამდე მომლოცველი დილაადრიან შეიკრიბა. ისინი სკანდირებენ “აქსიოს (ბერძნულად “ღირსეული”) და სხვადასხვა ენაზე ლოცვით უფალს წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ევედრებიან.

იერუსალიმის პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე შესვლამდე შემოწმდა, რომ მას ცეცხლის ასანთებად არაფერი არ გააჩნია. თავად ტაძარში ჩააქრეს სინათლე და იქ მყოფები სასწაულს ელიან.

სხვადასხვა წელს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის დრო განსხვავებული იყო. ზოგჯერ ეს მოვლენა რამდენიმე წუთში ხდებოდა, ზოგჯერ კი წმინდა ცეცხლის გადმოსვლას საათები სჭირდებოდა.

ცეცხლის გადმოსვლამდე ტაძარი პერიოდულად გაელვებისმაგვარი სინათლით ნათდება, ზოგჯერ კი, თვითმხილველთა განცხადებით, სანთლები მლოცველთა ხელში მოულოდნელად ინთება.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქი ცეცხლს მლოცველებს აძლევს და იგი მთელს ტაძარში მომენტალურად ვრცელდება.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლა წელიწადში ერთხელ მე-3 საუკუნიდან ხდება. მიაჩნევენ, რომ თუ ლოცვები ღვთის მიერ არ იქნება შესმენილი, ცეცხლი არ გადმოვა და ეს კაცობრიობისთვის ცუდი წინასწარმეტყველება იქნება, ტაძარი კი დაინგრევა. ამდენად, ადამიანების უმეტესობა, რომელებიც ტაძარშია მისული, წინასწარ უკვე ზიარებამიღებულია.

;

;

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს