”თიბისი ბანკში” ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება დაიწყო

”თიბისი ბანკში” ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე მომხმარებლებს სურვილების ასრულების და ფულადი პრიზების მოგების საშუალება ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გათამაშების პერიოდში, ანუ 31 დეკემბრამდე, ინტერნეტ და მობაილ ბანკში შესვლა და ტრანზაქციების განხორციელება საკმარისია, რომ მოიგოთ მომენტალური საჩუქარი - 2000 ლარამდე თანხა ან 10 GB-მდე მობილური ინტერნეტი და ამასთან, დააგროვოთ სუპერპრიზის გათამაშების ბილეთები.

სუპერპრიზი სამია: 50 000 ლარი, 10 000 ლარი და 5000 ლარი.

რაც შეეხება მომენტალურ პრიზებს, ყოველთვე გამოვლინდება 40 000 მომხმარებელი, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკში აღმოაჩენენ მომენტალურ საჩუქარს. მათ სმს შეტყობინება მოგების შესახებ ტელეფონზე მიუვათ.

გათამაშების ბილეთების დაგროვების პრინციპი შემდეგია:

1 ტრანზაქცია = 1 ქულა, 5 ქულა =1 ბილეთი

1 პროდუქტის შეძენა = 5 ქულა, 5 ქულა = 1 ბილეთი

ინტერნეტ და მობაილბანკის ყოველი ახალი მომხარებელი საჩუქრად მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს. 31 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა ანუ 10 გათამაშების ბილეთი. აქცია 31 დეკემბერს დასრულდება, ხოლო სუპერპრიზის მფლობელების ვინაობა 15 იანვარს, 20:00 საათზე გამოვლინდება.

”ინტერნეტ ბანკზე რეგისტრირება შესაძლებელია დისტანციურად, საბანკო ბარათით ან ელექტრონული ფოსტით. ასევე დისტანციურად შეიძლება ინტერნეტ და მობაილბანკის დავიწყებული პაროლის აღდგენაც. რეგისტრაციის ბმულებს და მეტ ინფორმაციას ნახავთ ვებგვერდზე: www.raffle.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია