ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომა რაჭაში - მწიგნობარი" გაიმართება

6-8 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომა რაჭაში - მწიგნობარი" გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ლიტერატურული კონკურსი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ტარდება. მასში სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსანტები ცხრა ნომინაციაში შეავსებენ ტესტებს. კერძოდ, ისტორიული რომანი; კლასიკოსები; პოეზია, უპირველეს ყოვლისა! მეოცე საუკუნის მოთხრობა; თანამედროვე მწერლობა; პუბლიცისტიკა; საბავშვო მოთხრობა; თავისუფალი თემა; ბაჩანა ბრეგვაძე და მისი მრავალმხრივი შემოქმედება. გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცემათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა