ქართული შრიფტი გრანშანის არალათინური შრიფტების საერთაშორისო კვირეულზე იქნება წარმოდგენილი

გრანშანის (GRANSHAN) არალათინური ფონტების და ტიპოგრაფიის კვირეულზე, რომელიც წელს ერევანში იმართება, ქართველი ტიპოგრაფიკოსების ნამუშევრები პირველად იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „თი ბი სი“ ბანკი ავრცელებს.

ნამუშევრების გამოფენაზე წარდგენა ასოციაცია „ქართული შრიფტის“ ორგანიზებითა და „თი ბი სი“ ბანკის პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება. კვირეულზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი შრიფტები, მათ შორის ხელით შესრულებული და პოლიგრაფიული შრიფტისა და ფონტების ნიმუშები.

ნამუშევრებს გრანშანის კვირეულზე გრაფიკოს-დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი ნინო ჯიშკარიანი წარადგენს.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციის გამართვაც, სადაც ტიპოგრაფიის თემაზე კვლევები იქნება წარმოდგენილი. კონფერენციას წელს 40-მდე მკვლევარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. შრიფტის დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი გიგა ხატიაშვილი კონფერენციაზე ისაუბრებს ქართული შრიფტის წარმომავლობაზე, მის განვითარებასა და პრობლემატიკაზე, ასევე თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად შესახებ.

გრანშანის მიზანს არალათინური შრიფტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ არამარტო ისეთი დამწერლობები, რომლებიც მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, არამედ ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იყენებს და მივიწყების საფრთხის წინაშეა. კვირეულის ფარგლებში, კონკურსისა და კონფერენციის გარდა გაიმართება ფონტების გამოფენა და საუკეთესო ფონტების გამოვლენის ღონისძიება.

წელს გრანშანის საიუბილეო თარიღია და მისი დაარსებიდან 10 წელი აღინიშნება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ