ოზურგეთში 62 უბნიდან დათვლილი 61-ის მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაწინაურდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ოზურგეთში მხოლოდ ერთი, სოფელ ნასაკირალში არსებული #59 საარჩევნო უბნის მონაცემები რჩება დასათვლელი.

ამ დროისთვის ოზურგეთის საარჩევნო ოლქში არსებული 62 უბნიდან დათვლილია 61-ის მონაცემები.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 61 უბანზე 16 947 ამომრჩევლის ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 16 912.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ამ დრომდე არ ატვირთულა #59 უბნის მონაცემები. ეს სწორედ სოფელ ნასაკირალის საარჩევნო უბანია, სადაც „ქართული ოცნება“ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. პარტიის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ღორჯუმელიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა, კერძოდ, კომისიის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება