მარიამ ჯაში - მაქვს დიდი მოლოდინი, რომ მიხეილ ჩხენკელის განათლების მინისტრობის პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა

მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა ერთ-ერთი ბრწყინვალეა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მინისტრის პოზიციისთვის, - ასე შეაფასა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელს აქვს 20 წელზე მეტი პედაგოგიური და აკადემიური გამოცდილება.

„ის გახლავთ პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ჩვენ მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა, ზუსტი მეცნიერებების დარგებში როგორც სკოლების, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები საუნივერსიტეტო და სამეცნიერო დარგების განვითარებისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა პირველი საუბარი. ვემზადებით უახლოეს დღეებში პირველი სამუშაო შეხვედრისთვის და იმედი მაქვს, რომ ისევ მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ შევათანხმებთ იმ ცვლილებებს, რომელიც საჭიროა განათლების რეფორმის წარმატებით გაგრძელებისა და სრულყოფისათვის“, - განაცხადა ჯაშმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს