ნინო წილოსანი - ქვეყნის განვითარება მუდმივ ცვლილებებსა და რეფორმებს ითხოვს

მთავრობაში დაგეგმილი ეს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები უდავოდ მიმართულია ხარჯების ოპტიმიზაციის, პრიორიტეტების სწორად დაჯგუფების და ადამიანური რესურსების უკეთ გამოყენებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განუცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკონომიკის სამინისტროს გაერთიანება უფრო ეფექტურს გახდის ეკონომიკური მიმართულებით მთავრობის მუშაობას.

”ყურადღებას გავამახვილებდი ეკონომიკური პლატფორმის გაძლიერების მიზნით ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთ სტრუქტურაში თავმოყრაზე - ეს უფრო ეფექტურს გახდის ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას. შესაბამის სამინისტროებში დაგეგმილი ცვლილებები იმაზე მიუთითებს, რომ ამ მიმართულებებით უფრო მეტი გვაქვს სამუშაო და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას. პირადად მე მივესალმები წარმოდგენილ ცვლილებებს და იმედი მაქვს, ამ პროექტის მხარდაჭერით პარლამენტი ხელს შეუწყობს აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო ეფექტიან და მიზანმიმართულ მუშაობას”, - განაცხადა წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს