გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების შერწყმას პოზიტიურად აფასებს

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების შერწყმას პოზიტიურად აფასებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამუკა მესხმა განუცხადა, ერთიანი სამთავრობო სტრუქტურის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

„ზოგადად, FAO-ს გააჩნია ერთიანი ხედვა, ასე ვთქვათ, ინტეგრირებული მიდგომა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართ. ერთის მხრივ, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება მეტად მნიშნელოვანია მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ბუნებრივი რესურსების დაცვა და კონსერვაცია ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია სექტორის მდგრადობისთვის.

მეორე მხრივ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არსებული ეკოსისტემების შენარჩუნება-განვითარებისათვის, რის გარეშეც შეუძლებელია მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება. შესაბამისად, ასეთი ინტეგრირებული მიდგომა საჭიროებს სახელმწიფო მართვის შესაბამისი მექანიზმების ეფექტურობას.

ამდენად, ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ერთიანი სამთავრობო სტრუქტურის შექმნას და მიგვაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ“, - განაცხადა მამუკა მესხმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს